გამოცხადდა გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა გამოაცხადა შემადგენლობა ერთა ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის.
გუნდში ერთი დებიუტანტია – ანჯელო შტილერი „შტუტგარტიდან“.
დაბრუნდნენ შემადგენლობაში „შტუტგარტის“ მეკარე ალექსანდრ ნიუბელი და „ბაიერნის“ ნახევარმცველი ალექსანდრ პავლოვიჩი, რომლებმაც ევრო 2024 გამოტოვეს.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებში კარიერა დაასრულეს ტონი კროოსმა, თომას მიულერმა, ილქაი გიუნდოგანმა და მანუელ ნოიერმა.
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა გამოაცხადა, რომ „რეალის“ მცველმა, ანტონიო რიუდიგერმა დასვენება მიიღო. ასევე გამოტოვებს უახლოეს მატჩებს „ბაიერნის“ შემტევი ლეროი სანე.
მეკარეები – ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ალექსანდრ ნიუბელი (შტუტგარტი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი);
მცველები – ვალდემარ ანტონი (შტუტგარტი), ბენჟამინ ჰენრიხსი (ლაიფციგი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), რობინ კოხი (აინტრახტი), მაქსიმილიან მიტელშტადტი (შტუტგარტი), დავიდ რაუმი (ლაიპციგი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი);
ნახევარმცველები – რობერტ ანდრიხი (ლევერკუზენი), ემრე ჯანი (დორტმუნდი), კრის ფიურიხი (შტუტგარტი), პასკალ გროსი (დორტმუნდი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ალექსანდარ პავლოვიჩი (ბაიერნი), ანჯელო შტილერი (შტუტგარტი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი);
თავდამსხმელები – მაქსიმილიან ბაიერი (დორტმუნდი), ნიკლას ფიულკრუგი (ვესტ ჰემი, ინგლისი), კაი ჰავერცი (არსენალი, ინგლისი), დენის უნდავი (შტუტგარტი).
გერმანიის ნაკრები 7 სექტემბერს უნგრეთს შეხვდება, 10 სექტემბერს – ნიდერლანდებს.