გამოცდილი მცველი კარიერას ტაბიძის გამო ასრულებს - 23 წლის ქართველთან კონკურენცია რთულია
რუსულმა გამოცემა „ფუტბოლნიუსმა“ რუსეთის პრემიერლიგის იმ ვეტერანი ფეხბურთელების სია შეადგინა, რომლებმაც ასაკის გამო, შესაძლოა, კარიერა დაასრულონ. ერთი მათგანი „უფას“ მცველი პაველ ანიკინია, მიზეზად კი მისი კონკურენტი ქართველი ფეხბურთელის პროგრესი დაასახელეს.
წერილში – „ვეტერანები, ვისთვისაც 2019/20 წლების სეზონი შეიძლება იყოს ბოლო აღმოჩნდეს?“ – გამოცემა საქართველოს ნაკრების მცველის, ჯიმი ტაბიძის წინსვლას აღნიშნავს.
„პაველ ალიკინი 36 წლისაა. „უფას“ ვეტერანი მცველი მიმდინარე სეზონში ძირითადი შემადგენლობიდან ჯემალ ტაბიძემ ამოაგდო. 36 წლის ალიკინისთვის 23 წლის ტაბიძესთან კონკურენცია რთულია, ამიტომ ამ სეზონში ვეტერანმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგასა და თასზე მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა,“ – წერს გამოცემა.
„ფუტბოლნიუსი“ ვარაუდობს, რომ უთამაშებლობის და ინტერესის შემცირების გამო ვეტერანი მოთამაშე კარიერას დაასრულებს – „იმის გათვალისწინებით, რომ „უფა” მზად არ არის ვეტერან მცველს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სეზონის ბოლოს ალიკინი კარიერას დაასრულებს“.