გაირკვა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეიოფის ყველა წყვილი #1TVSPORT
დასრულდა 2024-2025 წლების ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდი. მისი შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდა საკვალიფიკაციო პლეიოფის შვიდი წყვილი. ამ წყვილებში გამარჯვებულები მოხვდებიან ჩემპიონთა ლიგის ძირითად რაუნდში.
საკვალიფიკაციო პლეიოფის წყვილები:
დინამო (ხორვატია)-ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
მიდტიულანდი (დანია)-სლოვანი (სლოვაკეთი)
ბოდო გლიმტი (ნორვეგია)-ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
მალმიო (შვედეთი)-სპარტა (ჩეხეთი)
ლილი (საფრანგეთი)-სლავია (ჩეხეთი)
დინამო (უკრაინა)-ზალცბურგი (ავსტრია)
გალათასარაი (თურქეთი)-იანგ ბოიზი (შვეიცარია)
პირველი მატჩები 20 აგვისტოს გაიმართება, განმეორებითი – 27 აგვისტოს.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა პირველად გაიმართება ახალი ფორმატით. ტრადიციულ ჯგუფურ ეტაპს შეცვლის 36-გუნდიანი ერთიანი ლიგა, რომელშიც თითოეული გუნდი რვა მატჩს ჩაატარებს სხვადასხვა მეტოქესთან.
ჩემპიონთა ლიგის ძირითად რაუნდში უკვე გასულები არიან:
ესპანეთი – რეალი, ბარსელონა, ჟირონა, ატლეტიკო;
იტალია – ატალანტა, ინტერი, მილანი, იუვენტუსი, ბოლონია;
ინგლისი – მანჩესტერ სიტი, არსენალი, ლივერპული, ასტონ ვილა;
გერმანია – ლევერკუზენი, შტუტგარტი, ბაიერნი, ლაიფციგი, დორტმუნდი;
საფრანგეთი – პარი სენ-ჟერმენი, მონაკო, ბრესტი;
ნიდერლანდები – ეინდჰოვენი, ფეიენოორდი;
პორტუგალია – სპორტინგი, ბენფიკა;
ბელგია – ბრიუგე;
შოტლანდია – სელტიკი;
ავსტრია – შტურმი;
უკრაინა – შახტარი.