„გაგრას“ დომინაციით - ელიგის ვებგვერდმა მესამე წრის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT
„გაგრას“ დომინაციით - ელიგის ვებგვერდმა მესამე წრის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT

ლიგა 2-ში მესამე წრე დასრულდა და ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ამ ეტაპის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის სიმბოლური გუნდი

მეკარე: კოკა სეფიაშვილი („სიონი“)

მცველები: ივანე ხოსიტაშვილი („გაგრა“), ლუკა ნოზაძე („გაგრა“), ვარლამ კილასონია („სიონი“), გიორგი ქობულაძე („გაგრა“)

ნახევარმცველები: დათა სიჭინავა („სიონი“), ზვიად სიხარულია (მარტვილის „მერანი), ნიკოლოზ ნოზაძე (საგარეჯოს „გარეჯი“)

თავდამსხმელები: თამაზ მაქაცარია („გაგრა“), შეიკნე სილა (მარტვილის „მერანი), გიორგი ხარებაშვილი (საგარეჯოს „გარეჯი“)

ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, 4 მოთამაშე „გაგრადან“ მოხვდა, რაც ლოგიკურია, რადგან გუნდი წრის ჩემპიონი გახდა. 3 მოთამაშე – ბოლნისის „სიონიდან“ არის, ხოლო 2-2 – საგარეჯოს „გარეჯიდან“ და მარტვილის „მერანიდან“.