ლიგა 2-მა მესამე წრის მწვრთნელი დაასახელა - გაგა კირკიტაძე კვლავ საუკეთესოა #1TVSPORT
ლიგა 2-მა მესამე წრის მწვრთნელი დაასახელა - გაგა კირკიტაძე კვლავ საუკეთესოა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლიგა 2-ის მესამე წრის გამორჩეული მწვრთნელი დაასახელა და „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი გაგა კირკიტაძე საუკეთესოდ აღიარა.

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელმა ეს აღიარება ნამდვილად დაიმსახურა. გუნდმა 9 მატჩიდან 5 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და არც ერთი არ წაუგია. აღსანიშნავია, რომ მისმა გაწვრთნილებმა ყველა შეხვედრაში მოახერხეს გოლის გატანა. სულ „გაგრამ“ გაიტანა 18 გოლი (საშუალოდ, 2 გოლი მატჩში) და 7 ბურთი გაუშვა.

მესამე წრეში ჩატარებული თამაშების შედეგად, კირკიტაძის ხელმძღვანელობით „გაგრამ“ 19 ქულა დააგროვა, კონკურენტი ბოლნისის „სიონი“ უკან ჩამოიტოვა და ლიდერობა შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ გაგა კირკიტაძე ლიგა 2-ში ზედიზედ მეორედ აღიარეს – ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი საუკეთესო სპეციალისტად მეორე წრეშიც დაასახელა.