გაერო-ში აშშ-ის ელჩის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველივე დღიდან მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინას მხოლოდ თავდაცვით იარაღს მიაწვდიდა
გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველივე დღიდან მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინას მხოლოდ თავდაცვით იარაღს მიაწვდიდა.
„არ ვაძლევთ არანაირ იარაღს, რომელიც უკრაინელებს საშუალებას მისცემს, რუსეთს უკრაინის შიგნიდან შეუტიონ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ომის მხარე გავხდეთ, თუმცა მხარს დავუჭერთ უკრაინის ძალისხმევას, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.