გაერო-ს მისია მალიში სამხედროების მიერ დაკავებული პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
გაერო-ს მისია მალიში სამხედროების მიერ დაკავებული პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

გაერო-ს მისია მალიში სამხედროების მიერ დაკავებული პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. სოციალურ ქსელ „ტვიეტრით“ გავრცელებულ განცხადებაში გაერო-ს მისია მალიში ქვეყანაში სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

გაერო-ს მისიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალის დროებით პრეზიდენტი ბა ნდავი და პრემიერ-მინისტრი მოქტარ ოუანე სამხედროებმა დედაქალაქ ბამაკოს მახლობლად მდებარე კატის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. ვრცელდება ცნობები, რომ მათთან ერთად ასევე დაკავებულია თავდაცვის მინისტრის.

მალის ლიდერების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გათავისუფლებას ასევე ითხოვენ აფრიკული კავშირი, ევროკავშირი და აშშ.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მალის პრეზიდენტისა და პრემიერის დაკავება მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელებიდან რამდენიმე საათში მოხდა. სამთავრობო ცვლილებების შედეგად პოსტები დაკარგა ორმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომლებიც გასული წლის სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობდნენ.