გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი სერგეი ლავროვს შეხვდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნატოს-ს გენმდივან იენს სტოლტენბერგსა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ლიდერმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პოლონეთში სამხედრო კონტიგენტის შესაძლო განლაგებაზე ისაუბრეს.
როგორც ცნობილია, პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პოლონეთის წინადადებას, ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის მუდმივი სამხედრო კონტიგენტის განლაგებასთან დაკავშირებით, სერიოზულად განიხილავს. კრემლი მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯი მხარეებს შორის ურთიერთობას გაართულებს.
სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა გაერთიანების პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
„შეხვედრის დროს შეშფოთება გამოვთქვი რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებით და სოლსბერის თავდასხმის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მიმართ მკაფიო სოლიდარობა გამოვხატე. ამასთან ერთად, სერგეი ლავროვთან საუბრის დროს კონტაქტის გაგრძელებაზე შევთანხმდით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საკითხთებთან ერთად სერგეი ლავროვმა და იენს სტოლტენბერგმა ცოტა ხნის წინ, რუსეთის მიერ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო წვრთნები „ვოსტოკი“ და ნატო-ს მიერ დაგეგმილი სამხედრო სწავლებები Trident Juncture განიხილეს.