გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფი მოუწოდებს ქვეყნებს, აღიარონ პალესტინის სახელმწიფო, რათა უზრუნველყონ მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში.
ექსპერტები, რომელთა შორისაც არის პალესტინის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე გაერო-ს მომხსნებელი, აცხადებენ, რომ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება მნიშვნელოვანი იქნება პალესტინელი ხალხის უფლებების, მათი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ბრძოლის აღიარების მხრივ.
„ეს არის პალესტინაში და მთელ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობა, მათ შორის, ღაზაში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება და რაფაჰში შემდგომი სამხედრო ოპერაციის დასრულება. ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა რჩება ერთადერთ საერთაშორისო შეთანხმებად მშვიდობისა და უსაფრთხოების გზაზე პალესტინისა და ისრაელისთვის. ასევე, ეს იქნება ძალადობისა და ბრაზის დასრულება, რომელიც თაობებიდან თაობებს გადაეცემოდა“, – აცხადებენ ექსპერტები.
როგორც „როიტერი“ წერს, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სახელმწიფო, რასაც ისრაელის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.