ფრანგი ჩოგბურთელი გაელ მონფილსი, რომელიც სოფიას ტურნირის ფინალში გავიდა, უნიკალური მოღწევის ავტორი გახდა.
მონფილსი მეორე მოქმედი ჩოგბურთელია, რომელიც ზედიზედ 17 სეზონია წელიწადში მინიმუმ ერთი ტურნირის ფინალში ახერხებს გასვლას. ეს სერია 2004 წლიდან იღებს სათავეს. აღვნიშნავთ, რომ ფრანგისთვის ეს არის პირველი ფინალი 2020 წლის თებერვლის შემდეგ.
ამ მაჩვენებლით ლიდერია ესპანელი რაფაელ ნადალი, რომლის ანალოგიური სერია 2004 წელს დაიწყო.