ნადალი ამ სეზონში გამოყენებული ბრეიკ პოინტებით მესამეა
ნადალი ამ სეზონში გამოყენებული ბრეიკ პოინტებით მესამეა

ესპანელი ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი რეალიზებული ბრეიკ პოინტებით, 2018 წლის სამ საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდა, იტყობინება ATP World Tour. ესპანელის ანგარიშზე გამომუშავებული ქულების 45.57 პროცენტია.

ამ მაჩვენებელში საუკეთესო ფრანგი გაელ მონფილსი გახდა – 46.42 პროცენტი. მეორე ადგილზე კი მისი თანამემამულე – ადრიან მანარინოა (45.64).

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალმა წელს, მუხლზე ოპერაცია გაიტანა. მან ტრავმის გამო, ამერიკის ღია პირველობაზე ხუან მარტინ დელ პოტროს წინააღმდეგ, 1/2 ფინალური მატჩი ვერ გააგრძელა და მას შემდეგ არც უთამაშია. როგორც იტყობინებიან, ესპანელი მონაწილეობას იანვარში გასამართ ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღებს.