გაჟღერდა ალექსანდრ უსიკის პოლონეთში დაკავების მიზეზი [ვიდეო] #1TVSPORT
ცნობილი გახდა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის, ალექსანდრ უსიკის დაკავების მიზეზი – უკრაინელ მოკრივეს პოლონეთის ქალაქ კრაკოვის აეროპორტში სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაადეს ხელბორკილები.
წყაროს ცნობით, უსიკი აეროპორტში აგვიანებდა და მნიშვნელოვნად გადააჭარბა თავისი ავტომობილით სიჩქარის ლიმიტს, რის გამოც ის პოლონეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს.
საბოლოოდ, უსიკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩარევის შემდეგ გაანთავისუფლეს.
„ველაპარაკე ტელეფონით ალექსანდრ უსიკს, როცა ის დაკავებული იყო. აღშფოთებული ვიყავი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისა და ჩემპიონის მიმართ ამგვარი მოპყრობით. დავავალე უკრაინის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, დაუყოვნებლივ გარკვეულიყვნენ ინციდენტის ყველა დეტალში.
როგორც მაცნობეს, ახლა ყველაფერი კარგადაა. ჩვენი ჩემპიონი გაუშვეს და მას აღარავინ დააკავებს“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.