გაბრიელ ბატისტუტას „ფიორენტინაში“ დაუძახეს
გაბრიელ ბატისტუტას „ფიორენტინაში“ დაუძახეს

„ფიორენტინას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ აპირებს კლუბში ფლორენციელთა ლეგენდარული ფორვარდის გაბრიელ ბატისტუტას დაბრუნებას.

„მოგვიანებით დაველაპარაკები ბატისტუტას, რადგან მიმაჩნია, რომ ის დაუმატებს ღირსებას ჩვენს გუნდს. იმის შესაძლებლობა, რომ მოთამაშეებს გაბრიელი გაწვრთნის, მათთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ამბავი იქნება. დღეს ეს შეუძლებელია, მაგრამ დაველაპარაკები მას შესაძლო დაბრუნების შესახებ“, – განაცხადა პრანდელიმ.

51 წლის ბატისტუტამ კარიერა 2005 წელს დაასრულა. არგენტინელი „ფიორენტინაში“ 1991-2000 წელს თამაშობდა და ჯამში 206 გოლი გაიტანა.