„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამრაბატის იჯარის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამრაბატის იჯარის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოასწრო იჯარით „ფიორენტინასა“ და მაროკოს ნაკრების ნახევარმცველის, სოფიან ამრაბატის აყვანა. იჯარა 2024 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.

პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულებას 20 მილიონ ევროდ. თავად 27 წლის ამრაბატის იჯარა „მანჩესტერს“ 10 მილიონი ევრო დაუჯდება.