ფუტსალი | გიორგი ღავთაძე - საქართველოს ნაკრებს მაინც შეუძლია იმ დონეზე თამაში, რაზეც ჩვენი გულშემატკივარი ოცნებობს #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, გიორგი ღავთაძემ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის დასკვნით მატჩებზე, რომელსაც ჩვენი გუნდი სომხეთთან და პორტუგალიასთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ უეფა-მ საქართველოს ნაკრებს ფინეთთან წაგებები ჩაუთვალა რამდენიმე ნატურალიზებული მოთამაშის დამატების გამო, ახლა კი მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა მხოლოდ მათი ნაწილი მიიწვია გუნდში.
„ყველაფრის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებში მაინც ვიქნებით ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შეგვიძლია ვითამაშოთ იმ დონეზე, რაზეც ჩვენი გულშემატკივარი ოცნებობს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ“, – ამბობს გიორგი ღავთაძე.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები 15 დეკემბერს სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა კი თბილისში, 20 დეკემბერს 18:00 საათზე დაიწყება.