გიორგი ღავთაძე - აუცილებლად ვეცდებით, ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვითამაშოთ #1TVSPORT
გიორგი ღავთაძე - აუცილებლად ვეცდებით, ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვითამაშოთ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების ლიდერმა, გიორგი ღავთაძემ აზერბაიჯანთან მოგებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

„ეს გამარჯვებები ძალიან სასიხარულოა, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატის მეინრაუნდის მატჩები გველის. მთავარი მიზნის მისაღწევად ასეთი თამაშებით უნდა დავიწყოთ მზადება. ნაკრებში გოლების გატანა, რა თქმა უნდა სასიხარულოა და ამ მხრივაც ძალიან ბედნიერი ვარ.

ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები დეკემბრისთვის ისეთ ფორმაში იქნება, რომ აუცილებლად ვეცდებით, შესარჩევი ეტაპი დავძლიოთ და ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვითამაშოთ“, – განაცხადა გიორგი ღავთაძემ.

აზერბაიჯანის ნაკრებთან ამხანაგური მატჩები საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინრაუნდში ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინაობა 30 მაისს გახდება ცნობილი, მატჩები კი მიმდინარე წლის დეკემბრიდან ჩატარდება.