ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ყველა საინტერესო მოთამაშე უნდა ვნახოთ #1TVSPORT
ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ყველა საინტერესო მოთამაშე უნდა ვნახოთ #1TVSPORT

ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა აზერბაიჯანთან თბილისში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებამდე ამ შეხვედრების მიზანზე ისაუბრა.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დეკემბრისთვის, როდესაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაიწყება, მაქსიმალურად მზად ვიყოთ.

ვცდილობთ, ნაკრების ყველა კანდიდატი გამოვცადოთ, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს, თუ ვინ არის საუკეთესო. ვფიქრობ, ამ მიზნით ამხანაგური მატჩები ძალიან კარგია. საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე გყავს – აზერბაიჯანთან მატჩში ჩვენს პლუსებსა და მინუსებს უკეთესად დავინახავთ.

დეკემბრამდე კიდევ ორი სანაკრებო პაუზა იქნება, რასაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ყველა მოთამაშეს მაქსიმალურად მიეცემა შანსი, დაამტკიცოს, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსია“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებების მატჩი 14 და 16 აპრილს გაიმართება. ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube არხი შემოგთავაზებთ.