გიორგი ღავთაძე - საქართველოს ნაკრებში მაინც იქნებიან მოთამაშეები, რომლებიც შეძლებენ პორტუგალიის დონის ნაკრებების დამარცხებას #1TVSPORT
გიორგი ღავთაძე - საქართველოს ნაკრებში მაინც იქნებიან მოთამაშეები, რომლებიც შეძლებენ პორტუგალიის დონის ნაკრებების დამარცხებას #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში ბოლო ტურში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვებაზე (2:1) კომენტარი გადამწყვეტი გოლის ავტორმა, გიორგი ღავთაძემ გააკეთა.

„ასეთი ნაკრების დამარცხება წარმოუდგენელი იყო. თან შემადგენლობაში ძალიან დიდი დანაკლისი გვქონდა. ამის მიუხედავად, გავიმარჯვეთ და რა თქმა უნდა, ემოციები ძალიან დიდია.

საქართველოს ნაკრებში მაინც იქნებიან ის მოთამაშეები, რომლებიც შეძლებენ ზუსტად ასეთი დონის ნაკრებების დამარცხებას. რაც შეეხება ჩემს გოლს – ეს ემოციას სამჯერ და ოთხჯერ უფრო აძლიერებს“, – ამბობს გიორგი ღავთაძე.

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიასთან ისტორიული მოგებით (2:1) საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს, რადგან პორტუგალიელების და ფინელების საჩივრის გამო, საქართველოს ნაკრებს 6 ქულა ჩამოართვეს და ჯგუფის მეორეადგილოსანი, საბოლოოდ, მესამე ადგილზე დაქვეითდა, მეორე პოზიცია კი ფინეთმა დაიკავა.