ფუტსალი | უეფა-მ საქართველოს ნაკრები ისევ დასაჯა - გუნდს პორტუგალიასთან მოგებულ მატჩში ტექნიკური წაგება ჩაეთვალა #1TVSPORT
ფუტსალი | უეფა-მ საქართველოს ნაკრები ისევ დასაჯა - გუნდს პორტუგალიასთან მოგებულ მატჩში ტექნიკური წაგება ჩაეთვალა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიასთან მოგებაც (2:1) გაუუქმეს და ტექნიკური წაგება (0:5) ჩაუთვალეს – ინფორმაციას უეფა-ს ვებგვერდი ავრცელებს.

ამ შეხვედრამდე ავთანდილ ასათიანის გუნდი ლეგიონერების ლიმიტის დარღვევისთვის დაისაჯა და ფინეთთან ორივე და პორტუგალიასთან სტუმრად ჩატარებულ მატჩებში ტექნიკური წაგება, 0:5 ჩაეთვლა.

პორტუგალიასთან ბოლო ტურში ასათიანმა მხოლოდ რონინიო და ჩიმბა ათამაშა. ერთ-ერთი გოლი სწორედ ჩიმბამ გაიტანა და საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონებს 42-მატჩიანი წაუგებელი სერია შეაწყვეტინა.

უეფა-მ საქართველოს ნაკრებში ჩიმბას თამაშიც რეგლამენტის 38-ე მუხლის დარღვევად მიიჩნია, გუნდს წაგება ჩაუთვალა და შედეგად, საქართველოს ნაკრებმა სამი ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

სამწუხაროდ, ამის შედეგად უეფა-ს რეიტინგში მე-9 ადგილზე დაწინაურებული საქართველოს ნაკრები მე-17 ადგილზე დაქვეითდა.