ფრენბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სერბეთი დაამარცხა #1TVSPORT
სერბეთსა და უნგრეთში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი 17-წლამდელ ფრენბურთელთა შორის, სადაც საქართველოს ასაკობრივი ნაკრები დებიუტანტის რანგში მონაწილეობს.
ქართველმა გოგონებმა ტურნირი სენსაციურად დაიწყეს – პირველ მატჩში ტურნირის მასპინძელი სერბეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს.
ქართველმა ფრენბურთელებმა პირველი სეტი 25:16 მოიგეს, მომდევნო ორ სეტში სერბებმა მოახერხეს დაწინაურება (25:18, 25:14), მაგრამ საქართველოს ნაკრების გოგონებმა მეოთხე სეტში დაძაბულ ბრძოლაში 25:21 აჯობეს მეტოქეს და სეტებში ანგარიში გაათანაბრეს.
გადამწყვეტ მეხუთე სეტში ქართველებმა უკეთესად ითამაშეს, მეტოქე 15:9 დაამარცხეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:
ანასტასია დვალიშვილი, მარიამ მუშკუდიანი, მელანია კაციტაძე, მაგდა კობაიძე, ლიზა კლდიაშვილი, ანი მდივანი, ნანა ლობჟანიძე, თეკლა მაღლაფერიძე, მარიამ ბურჭულაძე, ბარბარე ჯიმუხაძე, კესო ნარიმანიძე, მართა ლორთქიფანიძე
მთავარი მწვრთნელი: იური მელნიჩუკი.
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:
12 ივლისი | საქართველო – ბულგარეთი
13 ივლისი | საქართველო – იტალია
15 ივლისი | საქართველო – პოლონეთი
16 ივლისი | საქართველო – ნიდერლანდები
18 ივლისი | ხორვატია – საქართველო
19 ივლისი | ესტონეთი – საქართველო