ფრენბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იტალიასთან დამარცხდა #1TVSPORT
სერბეთსა და უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 17-წლამდელ ფრენბურთელთა შორის საქართველოს ნაკრები ტურნირის მესამე შეხვედრაში იტალიის ძლიერ გუნდს შეხვდა და სამ სეტში, 20:25,15:25,15:25 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა გოგონებმა ტურნირი სენსაციურად დაიწყეს, კონტინენტის პირველობის პირველ მატჩში ტურნირის მასპინძელი სერბეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს, მეორე შეხვედრაში კი ბულგარეთთან 0:3 წააგეს. ევროპის ჩემპიონატზე სამი ტურის შემდეგ ჩვენი ნაკრები რვა გუნდს შორის ჯგუფში მეშვიდე ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კონტინენტის პირველობაზე:
ანასტასია დვალიშვილი, მარიამ მუშკუდიანი, მელანია კაციტაძე, მაგდა კობაიძე, ლიზა კლდიაშვილი, ანი მდივანი, ნანა ლობჟანიძე, თეკლა მაღლაფერიძე, მარიამ ბურჭულაძე, ბარბარე ჯიმუხაძე, კესო ნარიმანიძე, მართა ლორთქიფანიძე.
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:
15 ივლისი | საქართველო – პოლონეთი
16 ივლისი | საქართველო – ნიდერლანდები
18 ივლისი | ხორვატია – საქართველო
19 ივლისი | ესტონეთი – საქართველო