ფრენბურთი | ქალთა შორის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან #1TVSPORT
2 მაისს დასრულდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფრენბურთში ქალთა გუნდებს შორის. პირველობისთვის ერთმანეთს „თბილისი“ და „ევროპის უნივერსიტეტი”, ხოლო მესამე ადგილისთვის „ბათუმი“ და „ჯიკო“ დაუპირისპირდებიან.
უმაღლესი ლიგის გათამაშება ყოველ წელს ტარდება. თამაშები იმართება როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა გუნდებს შორის. წლევანდელ ჩემპიონატში მამაკაცთა რვა და ქალთა ექვსი გუნდი მონაწილეობდა.
წინა წლებთან შედარებით, 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა – სეზონის მიმდინარეობისას შეხვედრები ყოველ კვირას იმართებოდა, ხოლო ნახევარფინალებში გუნდები ერთმანეთს შინ და სტუმრად ეთამაშნენ.
აღსანიშნავია, რომ ასევე 2 მაისს დასრულდება B ლიგის გათამაშება ქალთა გუნდებს შორის. ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 38-მა გუნდმა მიიღო – თამაშები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა.
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს „სასკოლო ლიგა“ და „გორი“ დაუპირისპირდებიან, ხოლო B ლიგის ჩემპიონობისთვის „გამბიტი“ და „ბოლნისი“ იბრძოლებენ.