Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში 4,68 ქულა აქვს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში 4,68 ქულა აქვს.
წინა ანგარიშში საქართველოს 4.61 ქულა ჰქონდა, შესაბამისად, რეიტინგი 0,07-ით გაუარესდა.
შეფასება 7 ქულიანი სისტემით ხდება, სადაც 1 საუკეთესო, 7 კი დაბალი მაჩვენებელია.