ირაკლი კობახიძე – „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ შეცდომების აღიარება მიუთითებს, რომ ჩვენი მხრიდან ანგარიშის გაკრიტიკება სწორი იყო
მანამდე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ 2017 ანგარიშში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომა აღიარა და ჩაასწორა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 12 აპრილს გამართა ბრიფინგი, რომელზეც Freedom House-ის ანგარიშში არსებულ უზუსტობებზე ისაუბრა.