ფრანკ რიბერიმ კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ფრანკ რიბერიმ კარიერა დაასრულა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ 39 წლის ასაკში სათამაშო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ფრანგი ფეხბურთელის ბოლო კლუბი იტალიური „სალერნიტანა“ იყო, რომელშიც 2021 წლის შემოდგომიდან თამაშობდა.

„ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, მუხლში ტკივილი მხოლოდ გაძლიერდა და ექიმებმა მიმანიშნეს, რომ ვეღარ შევძლებდი თამაშს. ასე რომ, იძულებული ვარ დავასრულო პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა. ეს არის ჩემი ცხოვრების მშვენიერი ეტაპის დასასრული“, – განაცხადა რიბერიმ.

კარიერის განმავლობაში რიბერის მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი, ყველა ტიტული გერმანიაში, აგრეთვე თურქეთის თასი.

ამ სეზონში ფრანგმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა სერია A-ში.