ფრანკ რიბერი სერია A-ს დებიუტანტ „სალერნიტანას“ მოელაპარაკა #1TVSPORT
ფრანკ რიბერი სერია A-ს დებიუტანტ „სალერნიტანას“ მოელაპარაკა #1TVSPORT

ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი უახლოეს დროში კონტრაქტს გააფორმებს იტალიურ კლუბ „სალერნიტანასთან“, რომელიც წელს გადავიდა სერია A-ში. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

38 წლის ფეხბურთელი უკლუბოდ დარჩა ამ ზაფხულს „ფიორენტინასთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ. „სალერნიტანასთან“ რიბერი ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ფრანგის ახალმა კლუბმა იტალიის ჩემპიონატის პირველ ორ ტურში ქულის აღება ვერ მოახერხა და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგოლზეა.