„იუვენტუსმა“ შინ 0:3 წააგო „ფიორენტინასთან“ (ვიდეო)
„იუვენტუსმა“ შინ 0:3 წააგო „ფიორენტინასთან“ (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს გათამაშებაში პირველი მატჩი წააგო „იუვენტუსმა“. მე-14 ტურში ქვეყნის ჩემპიონი საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით (0:3) დამარცხდა „ფიორენტინასთან“.

მე-3 წუთში ფრანკ რიბერიმ გრძელი პასით მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა დუან ვლაჰოვიჩი, რომელსაც ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია.

მე-18 წუთზე უხეში თამაშისთვის პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო ხუან კუადრადომ და „იუვენტუსს“ ათი კაცით მოუწია თამაშის გაგრძელება. ფლორენციელებმა რიცხობრივი უპირატესობა მეორე ტაიმში გამოიყენეს, როცა 79-ე წუთზე ჯერ ალექს სანდროს გაატანინეს საკუთარ კარში, 81-ე წუთზე კი მარტინ კასერესმა გაუტანა თავის ყოფილ კლუბს და „ფიორენტინამ“ 3:0 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსმა“ სერია A-ში 2011 წლის შემდეგ პირველად წააგო სამბურთიანი სხვაობით.

ანდრეა პირლოს გუნდი 24 ქულით მეოთხე ადგილზეა.