ფრანკ რიბერი თვლის, რომ 2013 წელს „ოქროს ბურთს“ იმსახურებდა
ფრანკ რიბერი თვლის, რომ 2013 წელს „ოქროს ბურთს“ იმსახურებდა

„ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ჯერ კიდევ გაწბილებულია იმ ფაქტით, რომ 2013 წელს „ოქროს ბურთი“ ვერ მოიგო. იმ წელს ფრანგმა „ბაიერნთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

„მეტი რა უნდა გააკეთო, გარდა მაქსიმუმისა, რომ „ოქროს ბურთი“ მოიგო? ყველაფერს რომ იგებ, ყველაფერს ადამიანურად აკეთებ მოედანზე და მის მიღმა, და ამ ყველაფერს ნაკრებთან და კლუბთან ერთად აღწევ, ნამდვილად უნდა იყო ამ ჯილდოს მოგების ღირსი. ეს რთული პერიოდი იყო ჩემთვის“, – მოჰყავს რიბერის სიტყვები გერმანულ გამოცემა „შპორტ ბილდს“.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი 2013 წელს გახდა „რეალ მადრიდისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, რომელიც ამჟამად ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავს. მეორე ადგილზე მაშინ ლიონელ მესი გავიდა.