ფრანკ რიბერი ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის
ფრანკ რიბერი ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის

„ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი აპირებს, სასამართლოში უჩივლოს ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელმაც მას საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა. ამ ინფორმაციაც RMC ავრცელებს.

საუბარია ვინმე კარინ ლე მარშანზე, რომელმაც, როგორც ირკვევა, „ინსტაგრამში“ რიბერის ფოტო გამოაქვეყნა და, ფეხბურთელის აზრით, შეურაცხმყოფელი მინაწერი გაუკეთა, რომლითაც მის მიერ ფრანგული ენის არასრულყოფილად ცოდნას გაუსვა ხაზი.

„ასეთი კომენტარები ფრანკ რიბერის მისამართით დაუშვებელია, რადგან ეს იწვევს სიძულვილის გაღვივებას სოციალურ ქსელში“, – განაცხადა რიბერის ადვოკატმა.