ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FIA) ოფიციალურად დაამტკიცა ფორმულა 1-ის 2019 წლის სეზონის კალენდარი. მომავალ ჩემპიონატში 21 გრანპრია გათვალისწინებული.
სეზონი სტარტს 17 მარტს, ავსტრალიაში აიღებს, ფინიში კი პირველ დეკემბერს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იქნება.
2019 წლის სრული კალენდარი:
17 მარტი – ავსტრალიის გრანპრი
31 მარტი – ბაჰრეინის გრანპრი
14 აპრილი – ჩინეთის გრანპრი
28 აპრილი – აზერბაიჯანის გრანპრი
12 მაისი – ესპანეთის გრანპრი
26 მაისი – მონაკოს გრანპრი
9 ივნისი – კანადის გრანპრი
23 ივნისი – საფრანგეთის გრანპრი
30 ივნისი – ავსტრიის გრანპრი
14 ივლისი – ბრიტანეთის გრანპრი
28 ივლისი – გერმანიის გრანპრი
4 აგვისტო – უნგრეთის გრანპრი
1 სექტემბერი – ბელგიის გრანპრი
8 სექტემბერი – იტალიის გრანპრი
22 სექტემბერი – სინგაპურის გრანპრი
29 სექტემბერი – რუსეთის გრანპრი
13 ოქტომბერი – იაპონიის გრანპრი
27 ოქტომბერი – მექსიკის გრანპრი
3 ნოემბერი – აშშ-ის გრანპრი
17 ნოემბერი – ბრაზილიის გრანპრი
1 დეკემბერი – აბუ დაბის გრანპრი