„ფორბსის“ ვერსიით ლიონელ მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია
„ფორბსის“ ვერსიით ლიონელ მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ შეადგინა 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი „სელებრითის“ რეიტინგი. სპორტსმენთა შორის ამ სიაში საუკეთესოა „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი – ის მეოთხე ადგილზე გავიდა. 32 წლის არგენტინელის შემოსავალი 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე 127 მილიონი ევრო იყო.

პირველ ათეულში სპორტის კიდევ სამი წარმომადგენელია: „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ (მე-6 ადგილი, 109 მილიონი), „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი (მე-7 ადგილი, 105 მილიონი) და მექსიკელი მოკრივე საულ ალვარესი (მე-10 ადგილი, 94 მილიონი). ალვარესთან ახლოს არის შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (მე-11 ადგილი, 93.4 მილიონი).

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანი კი ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტია, რომელმაც ერთ წელიწადში 185 მილიონი გამოიმუშავა. მეორე ადგილზეა მოდელი კაილი ჯენერი (171 მილიონი), მესამეზე – რეპერი და პროდუსერი კანიე უესტი (150 მილიონი).