ფლორიდის გუბერნატორი - აშშ ვერ გაუძლებს ბაიდენის პრეზიდენტობის კიდევ ოთხ წელს, მოდით, ბაიდენი დავაბრუნოთ სარდაფში, ხოლო ტრამპი - თეთრ სახლში
ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ვერ გაუძლებს ბაიდენის პრეზიდენტობის კიდევ ოთხ წელს.
აღნიშნული განცხადება დესანტისმა რეპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გააკეთა და მოუწოდა რესპუბლიკელებს, მხარი დაუჭირონ პარტიას ხელისუფლების ყველა დონეზე.
„მოდით, ჯო ბაიდენი დავაბრუნოთ სარდაფში, ხოლო დონალდ ტრამპი – თეთრ სახლში. ცხოვრება უფრო ხელმისაწვდომი იყო, როდესაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახლდათ. ჩვენი საზღვარი უფრო უსაფრთხო იყო ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და ჩვენს ქვეყანას პატივს სცემდნენ, როდესაც დონალდ ტრამპი ჩვენი მეთაური იყო“, – განაცხადა რონ დესანტისმა.