ფლორიდაში, სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად სულ მცირე, ოცი ადამიანი დაშავდა
ფლორიდაში, სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად სულ მცირე, ოცი ადამიანი დაშავდა

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ პლანტაციას ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განახორციელეს.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის მილის დაზიანებაა, რამაც აირის გაჟონვა და აფეთქება გამოიწვია.