აშშ-ის ფლორიდის შტატში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შტატს სუბტროპიკული ქარიშხალი „ალბერტო“ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უახლოვდება.
ამჟამად სტიქია კუბის მიმდებარედ მძვინვარებს, ფლორიდას კი კვირას დაატყდება თავს. მეტეოროლოგები მოქალაქეებს ძლიერი წვიმისა და ქარის გამო დატბორვის საშიშროების შესახებ გაფრთხილებას აძლევენ. შტატში მობილიზებულია ეროვნული გვარდია.