ფლორიდას ქარიშხალი „ალბერტო“ უახლოვდება

23:13, 26.05.2018

აშშ-ის ფლორიდის შტატში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შტატს სუბტროპიკული ქარიშხალი „ალბერტო“ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უახლოვდება.

ამჟამად სტიქია კუბის მიმდებარედ მძვინვარებს, ფლორიდას კი კვირას დაატყდება თავს. მეტეოროლოგები მოქალაქეებს ძლიერი წვიმისა და ქარის გამო დატბორვის საშიშროების შესახებ გაფრთხილებას აძლევენ. შტატში მობილიზებულია ეროვნული გვარდია.

მსგავსი