ფლორენტინო პერესი ლოპეტეგის შეხვდა
ფლორენტინო პერესი ლოპეტეგის შეხვდა

„ფუტბოლ იტალიას“ (Footbal Italia) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯულენ ლოპეტეგი ფლორენტინო პერესს შეხვდა. მხარეებს შორის საუბარმა 15 წუთის მანძილზე გასტანა და საბოლოოდ, ლოპეტეგიმ კაბინეტი დატოვა.

როგორც ცნობილია, პერესმა „რეალის“ თავკაცს კიდევ ერთი შანსი მისცა. ლოპეტეგისთვის ჩემპიონთა ლიგის უახლოესი შეხვედრა, რომელშიც მისი გუნდი „ვიქტორია პლზენს“ დაუპირისპირდება, მისი უკანასკნელი შანსი იქნება.

სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული შედეგი გადაწყვეტს ლოპეტეგის მომავალს.