ფლორენციის სარკინიგზო მიმოსვლა ხანძრის გამო რამდენიმე საათით შეფერხდა
ფლორენციის სარკინიგზო მიმოსვლა ხანძრის გამო რამდენიმე საათით შეფერხდა

იტალიაში ხანძრის განზრახ გაჩენის გამო, ფლორენციის სარკინიგზო მიმოსვლა რამდენიმე საათით შეფერხდა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. ცეცხლი როვეზანოს სადგურზე, რომი-ფლორენციის მატარებელთან ახლოს გაჩნდა. როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად დაზიანებულ კაბელებს 50-მდე სპეციალისტი სამი საათის განმავლობაში აკეთებდა. ამ დროის განმავლობაში, ათობით მატარებელი გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

როგორც იტალიის სარკინიგზო მიმოსვლის სააგენტო იუწყება, თავდასხმა შესაძლოა, ადგილობრივი ანარქისტების ჯგუფმა განახორციელა, რომელთა წინააღმდეგაც ფლორენციაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

მომხდარს გამოეხმაურა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი, რომელმაც „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ პასუხისმგებელი პირები დაუსჯელები არ დარჩებიან.