პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა ფილიპინელი მენი პაკიაოს გამოწვევა არ მიიღო. გასულ უქმეებზე ედრიენ ბრონერის დამარცხების შემდეგ, პაკიაომ განაცხადა, რომ მეივეზერის წინააღმდეგ განმეორებითი ბრძოლის ჩატარება სურს.
„ფლოიდი არ არის დაინტერესებული მენი პაკიაოსთან მეორე ბრძოლის ჩატარებით. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ფული ამ ცხოვრებაში ყველაფერს არ წყვეტს. კიდევ რა ჭირდება ამ ადამიანს? მას არ აქვს მოტივაცია, აღარ გააჩნია ისევ ბრძოლის სურვილი. ის უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობს, მოგზაურობს, მართავს თავის მრავალრიცხოვან ბიზნესს და ხარჯავს მძიმე შრომით ნაშოვნ ფულს. თებერვალში ფლოიდი 42 წლის გახდება და მას კრივი აღარ უნდა“, – განაცხადა მეივეზერის პრომოუტერმა ლეონარდ ელერბიმ.
2015 წლის მაისში, ფლოიდ მეივეზერმა ქულებით დაამარცხა მენი პაკიაო. ეს იყო ყველაზე შემოსავლიანი ბრძოლა პროფესიული კრივის ისტორიაში.