ფინეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა
ფინეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა

ფინეთში ნორვეგიული ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი მგზავრი კი საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავიაკატასტროფა ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ ექიმები და მაშველები, როგორც ფინეთიდან, ისე ნორვეგიიდანაც. დაღუპულიც და დაშავებულიც ნორვეგიის მოქალაქეა. გამოძიება მომხდარის მიზეზს ადგენს.