ტრადიციულად, ახალი სპორტული წლის პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჰოკეიში ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის გამოვლინდა.
ვანკუვერში გამართული ტურნირის ფინალში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ფინეთის ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს.
მესამე პერიოდის მეექვსე წუთისთვის ფინელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ ამერიკელებმა ორ წუთში ორი შაიბის გატანა და ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.
თუმცა, ფინელებმა არ მიიყვანეს საქმე ოვერტაიმამდე – 17 წლის კააპო კაკომ, სირენამდე წუთნახევრით ადრე, გამარჯვების შაიბა გაიტანა და თავის გუნდს 3:2 მოაგებინა.
ფინეთმა თავის ისტორიაში მეხუთედ მოიგო მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი.