გუშინ ცნობილი გახდა პრეტენდენტები 2020 წლის „ოსკარზე“. სპორტულ თემატიკაზე შექმნილი ფილმი – „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მოხვდა.
ეს ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიას – როგორ იქმნებოდა ავტომობილი Ford GT40 „ფერარის“ წინააღმდეგ საბრძოლველად 1966 წელს „ლე მანის 24-საათიან რბოლაში“.
Ford v Ferrari-მ ასევე მიიღო ნომინაცია საუკეთესო მონტაჟისთვის, ხმის მონტაჟისთვის და ხმოვანი გაფორმებისთვის.
„ოსკარის“ გადაცემის ცერემონია ლოს ანჯელესში ცხრა თებერვალს გაიმართება.