„ფილადელფია“ 1930-იანი წლების მომღერლის ძეგლის დემონტაჟს რასისტული სიმღერების გამო აპირებს
ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) კლუბ „ფილადელფიას“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა თავიანთი არენიდან – „უელს ფარგო ცენტრიდან“ აიღონ მომღერალ კეიტ სმიტის ქანდაკება, – წერს კლუბის პრესსამსახური.
მიზეზი გახდა გასული საუკუნის 30-იან წლებში მისი რამდენიმე სიმღერის ტექსტი, რომელიც, დღევანდელი საზომით, რასისტული ხასიათისაა. კერძოდ, ლაპარაკია სიმღერაზე Picjaninny Heaven. გარდა ამისა, „ფლაიერზი“ საშინაო თამაშებისას არ ჩართავს აშშ-ის არაოფიციალურ ჰიმნს, სიმღერას God Bless America-ს კეიტ სმიტის შესრულებით. კლუბი ამას 1969 წლიდან დღემდე რეგულარულად აკეთებდა.
„ფლაიერზისთვის“ სასიამოვნო იყო ხანგრძლივი დამოკიდებულება კეიტ სმიტის შესრულებულ God Bless America-ის შესრულებაზე. ეს ქალი პრეზიდენტის მედლით არის დაჯილდოებული ჩვენი ერის ისტორიაში პატრიოტული წვლილის გამო. მაგრამ ბოლო დღეებში შევიტყვეთ, რომ ზოგიერთი სიმღერა, რომელსაც აწ გარდაცვლილი კეიტ სმიტი 1930-იან წლებში ასრულებდა, შეიცავს სიტყვებსა და იდეებს, რომლებიც შეუსაბამოა ჩვენი გუნდის ღირებულებებთან და ეხება მტკივნეულ და მიუღებელ თემებს“, – წერია „ფილადელფიას“ განცხადებაში.
უფრო ადრე, კეიტ სმიტის მიერ შესრულებულ God Bless America-ზე უარი თქვა ბეისბოლის კლუბმა „ნიუ იორკ იანკიზმა“.