ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური ასპარეზობის ფინალში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი გამოვიდა [ვიდეო] #1TVSPORT

2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობის ფინალი დაიწყო.

საქართველოს ნაკრებიდან რიტმული ცეკვის თავისუფალ პროგრამაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი გამოვიდა. მათი გამოსვლა 117.82 ქულით შეფასდა, ხოლო საქართველოს 7 გუნდური ქულა მოუტანეს.

ჩვენმა გუნდმა მოკლე პროგრამის ჯამში 25 ქულა დააგროვა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ფინალის საგზური.

რიტმული ცეკვის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ფინალში: აშშ (44 ქულა), იაპონია (39), იტალია (37), კანადა (34), საქართველო (32).

მედლებისთვის ბრძოლა 8 თებერვალს, 22:30 საათიდან გაგრძელდება და ყველა პრიზიორი გამოვლინდება. საქართველოს მამაკაცთა შორის თავისუფალი პროგრამით ნიკა ეგაძე წარადგენს, ქალთა შორის – ანასტასია გუბანოვა, ხოლო წყვილთა შორის – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.