ფიგურული ციგურაობა | მეტელკინასა და ბერულავას წყვილმა ჩინეთის გრანპრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ჩინეთის ქალაქ შენჟენში მიმდინარე გრანპრის სერიის მესამე ეტაპზე ფიგურულ ციგურაობაში, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
მოკლე პროგრამის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრები მეორე ადგილზე იყვნენ, მათ ასევე მეორე ადგილი დაიკავეს თავისუფალი პროგრამით გამოსვლისას და ჯამში ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ – მეტელკინასა და ბერულავას წყვილმა ამ შედეგით გრანპრის სერიის ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, რომელიც 10-13 დეკემბერს ჩინეთში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ანასტასია გუბანოვამ ორი პროგრამის ჯამში 208.58 ქულა მოაგროვა და გრანპრიზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
ამ შედეგით გუბანოვა ჯერ კიდევ ინარჩუნებს ფინალში გამოსვლის შანსს. შეძლებს თუ არა საქართელოს ნაკრების წევრი დასკვნოთ ეტაპზე კვალიფიცირებას, გრანპრის ეტაპების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ხვალ, 8 ნოემბერს თავისუფალი პროგრამით ნიკა ეგაძე იასპარეზებს, რომელსაც მოკლე პროგრამის შემდეგ 87.67 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა.