ფიგურული ციგურაობა | კაზაკოვა და რევია მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამოსვლის შემდეგ მეჩვიდმეტე ადგილზე არიან [ვიდეო] #1TVSPORT
მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღეს სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ. მათ მოკლე პროგრამაში 66.76 ქულა დაიმსახურეს და პირველი დღის შემდეგ მე-17 პოზიციაზე არიან.
ამ შედეგით მათ მეორედ გამოსვლის უფლება მოიპოვეს. კაზაკოვა და რევია თავისუფალი პროგრამით მონპელიეში 26 მარტს გამოვლენ.
შეგახსენებთ, რომ სპორტულ ცეკვებში ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ მეოთხე ადგილი დაიკავეს.