ფიგურული ციგურაობა | კაზაკოვა და რევია მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამოსვლის შემდეგ მეჩვიდმეტე ადგილზე არიან [ვიდეო] #1TVSPORT

18:05, 25.03.2022

მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღეს სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ. მათ მოკლე პროგრამაში 66.76 ქულა დაიმსახურეს და პირველი დღის შემდეგ მე-17 პოზიციაზე არიან.

ამ შედეგით მათ მეორედ გამოსვლის უფლება მოიპოვეს. კაზაკოვა და რევია თავისუფალი პროგრამით მონპელიეში 26 მარტს გამოვლენ.

შეგახსენებთ, რომ სპორტულ ცეკვებში ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ მეოთხე ადგილი დაიკავეს.

მსგავსი