ფიგურული ციგურაობა | დიანა დევისი და გლებ სმოლკინი ჩინეთის გრანპრიზე მეორე ადგილზე გავიდნენ და ფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
ჩინეთის ქალაქ შენჟენში მიმდინარე გრანპრის სერიის მესამე ეტაპზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა (სპორტული ცეკვები) თავისუფალი პროგრამით იასპარეზეს.
რიტმულ ცეკვების შემდეგ დევისისა და სმოლკინის წყვილი 79.31 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებოდა, თავისუფალ პროგრამაში 114.93 ქულა დაიმსახურეს, ჯამში 193.54 ქულა მოაგროვეს და, ვერცხლის მედლებთან ერთად, გრანპრის სერიის ფინალში გამოსვლის უფლებაც მოიპოვეს, რომელიც 10-13 დეკემბერს კვლავ ჩინეთში გაიმართება.
დღეს ტურნირზე თავისუფალი პროგრამით ანასტასია გუბანოვა (ქალები) და ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინას (სპორტული წყვილები) წყვილიც იასპარეზებენ.