ფიგურული ციგურაობა | ჩინეთის გრანპრიზე მოკლე პროგრამის შემდეგ ნიკა ეგაძე მეშვიდე ადგილზეა #1TVSPORT
ჩინეთის ქალაქ შენჟენში ფიგურულ ციგურაობაში გრანპრის სერიის მესამე ეტაპი დაიწყო, სადაც საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით მონაწილეობს.
მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამით გამოსვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრმა, ნიკა ეგაძემ 87.67 ქულა დააგაროვა და მეშვიდე ადგილზეა.
ეგაძე თავისუფალი პროგრამით 8 ნოემბერს იასპარეზებს.