ფიგურული ციგურაობა | ჩინეთის გრანპრიზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზეა #1TVSPORT

16:42, 06.11.2026

ჩინეთის ქალაქ შენჟენში ფიგურულ ციგურაობაში გრანპრის სერიის მესამე ეტაპი დაიწყო, სადაც საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით მონაწილეობს.

სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამით ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა 67.06 ქულა დააგაროვა და მეორე ადგილზე გავიდა. საქართველოს ნაკრების წევრები თავისუფალი პროგრამით 7 ნოემბერს იასპარეზებენ.

დღეს ტურნირზე მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე (კაცები) გამოვა.

ჩინეთის გრანპრის განრიგი:

7 ნოემბერი

დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) – თავისუფალი პროგრამა;

ანასტასია გუბანოვა (ქალები) – თავისუფალი პროგრამა;

ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები) – თავისუფალი პროგრამა;

8 ნოემბერი

ნიკა ეგაძე (კაცები) – თავისუფალი პროგრამა.

მსგავსი