„ფიგარო“ – აქტივისტები შეიჭრნენ თეატრში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა
ფრანგული გამოცემა „ფიგაროს“ ინფორმაციით, აქტივისტები შეიჭრნენ თეატრში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა. ინციდენტი 17 იანვარს, საღამოს მოხდა.
საფრანგეთის პრეზიდენტი პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე თეატრში სპექტაკლს ესწრებოდა, როდესაც 100-მდე აქტივისტი შენობაში შეიჭრა და ემანუელ მაკრონთან მიახლოება სცადა. ისინი პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებდნენ. მომხდარის გამო, ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი და პოლიცია. მათ მაკრონი შენობიდან გაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით ელისეის სასახლეში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
Sortie du Président Emmanuel Macron du théâtre des Bouffes du Nord (Paris, 10eme) sous tension.
Charge policière pour la sortie du cortège présidentielle sous les sifflets de manifestants contre la réforme des retraites. pic.twitter.com/lZBfsVc8oU
— Remy Buisine (@RemyBuisine) January 17, 2020